ხერსონში რუსეთის თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც, მათ შორის ბავშვი

გამოქვეყნდა:

​ხერსონში რუსეთის თავდასხმის შედეგად სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია. ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.

"მტერმა ბოლო დღის განმავლობაში 81 შეტევა განახორციელა, 501 ჭურვი გაუშვა ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, გრადიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან და თვითმფრინავებიდან", - თქვა მან.

მისივე თქმით, რუსეთმა ქალაქ ხერსონს 16 ჭურვი ესროლა.

თავდასხმები იყო საცხოვრებელ უბნებზე, ადმინისტრაციულ შენობაზე, კრიტიკული ინფრასტრუქტურულ დაწესებულებებზე, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი