
დღეს, 25 აგვისტოს თბილისის საკრებულოში სხდომაზე 5 სადაო პროექტს განიხილავენ. პროექტების თანახმად, თბილისის სხვადასხვა უბანში მაღალსართულიანი შენობების აშენება იგეგმება.
სპეციალისტები საფრთხეებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დაუშვებელია ღვარცოფულ ადგილებში მაღალსართულიანი შენობების აშენება.
"არც იურისტის, არც მსახიობის და არც ბალერონის განსახილველი არ არის სად რა აშენდება. ეს არის გეოლოგების, სეისმოლოგების,მ მორფოლოგების განსახილველი, როგორ განვითარდეს ქალაქის განაშენიანება. არ შეიძლება ამ ქალაქში ფერდებზე მშენებლობა, მდინარის კალაპოტებში და ღვარცოფული მდინარეების გამოტანის კონუსებში მშენებლობა. 2015 წელს დატბორვის არეალი იყო და იქ მიდგამ 52-სართულიან...და ადამიანების კონცენტრაციას აკეთებ იქ, სადაც აუცილებლად წინასწარი შეტყობინების სისტემები უნდა იყოს, რადგან შეიძლება, 5 წელიწადში, 10 წელიწადში ღვარცოფი იყოს იქ. აუცილებლად იქნება", - თქვა თეა გოდოლაძემ.
ხელისუფლების ოპონენტები კი კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ, მათი თქმით, პროექტების უკან "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები დგანან, მათ შორისაა "ოცნების" მოქმედი დეპუტატი და მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველი.
თბილისის საკრებულოში სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: საბა ბუაძე