
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიისთვის 3 500 კვ მეტრის მშენებლობის ნებართვის გაცემას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. ოპოზიცია ბათუმის მერისაგან მოითხოვდა კონკრეტულ პასუხს, რატომ მიეცა კომპანიას ამდენი ფართის მიცემის უფლება თუ მხოლოდ 3 ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს.
სხდომის თავმჯდომარემ ვითარების განმუხტვის მიზნით შესვენება გამოაცხადა.
საკრებულოში სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხზე საკრებულოს ჯერ არ უმსჯელია.
ავტორი: თეა ვაშალომიძე