"გამარჯვების პლატფორმის" ფარგლებში ენმ წყალტუბოს მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნდა:

''გამარჯვების პლატფორმის' ფარგლებში ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, თავჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ასევე ''სტრატეგია აღმაშენებლის წევრები და ლიდერები, იმერეთში პარტიის რეგიონალურ წევრებს შეხვდნენ.

მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრა წყალტუბოს მოსახლეობასთან.  ისინი რეგიონში არსებულ პრობლემებს გაეცნობიან. შემდეგ უკვე სექტემბრისთვის პარტიულ აქტივობას დაგეგმავენ. დღესვე იმერეთის რეგიონალური საბჭო დაფუძნდა. რომლის ხელმძღვანელადაც თემურ ცანციშვილი არიჩიეს. 

''უმძიმესი პრობლემები აქვთ ჩვენ მოქალაქეებს, დაწყებული ეკონომიკური პრობლემებიდან გაგრძელებული სოციალური მიმართულებით. ამიტომ მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობისთვის, გვქონდეს ყოველდღიური შეხვედრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა რეგიონალურ ლიდერებთან. წელიწადია ვაკეთებთ ასევე პრობლემების ნუსხას. თქვენ იცით, რომ დღეს გურიაში გვქონდა აქტივობა, რომელიც უკავშირდება თხილის დაბალ ფასს. იმერეთში ასევე უამრავი პრობლემაა, ამიტომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ, პარტიული ინფრასტრუქტურის ''გამარჯვების პლატფორმის'' გაძლიერებას", - თქვა ენმ-ს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი