კრემლი ტვერში ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნას გამოეხმაურა და ავიაკატასტროფაში რუსეთის მონაწილეობა უარყო.
განცხადება კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. მისი თქმით, ნებისმიერი მტკიცება იმის შესახებ, რომ რუსეთის მთავრობა თვითმფრინავის ჩამოვარდნაში მონაწილეობდა "აბსოლუტური სიცრუეა".
"ბევრი სპეკულაციაა ამ კატასტროფისა და თვითმფრინავის მგზავრების, მათ შორის ევგენი პრიგოჟინის ტრაგიკული გარდაცვალების გარშემო. რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველა ეს სპეკულაცია წარმოდგენილია გარკვეული კუთხით. ეს ყველაფერი აბსოლუტური სიცრუეა", - თქვა მან.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს რუსეთში ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. პრიგოჟინის გარდაცვალება ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ცნობილია, რომ თვითმფრინავის მგზავრთა სიაში ისიც იმყოფებოდა. როგორც კრემლის სპიკერმა აღნიშნა, მიმდინარეობს დაღუპულთა დნმ-სა და სხვა სახის გამოკვლევები, რათა დადგინდეს, ნამდვილად დაიღუპა თუ არა პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში.
ამავე თემაზე:
აშშ-ის დაზვერვის თქმით, პრიგოჟინის თვითმფრინავი განზრახ აფეთქების შედეგად ჩამოვარდა - AP