"აშშ-მ უნდა გაითვალისწინოს, რომ ელჩმა საქართველოს  რყევის გამომწვევი განცხადებები არ უნდა აკეთოს" | ვოლსკი

გამოქვეყნდა:

"აშშ-მ უნდა გაითვალისწინოს, რომ ელჩმა საქართველოს  რყევის გამომწვევი განცხადებები არ უნდა აკეთოს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი აცხადებს. 

„ორმხრივ ურთიერთობებს არ უხდება მთელი რიგი განცხადებები, რომელიც აშშ- ის საელჩოდან და ელჩისგან მოდიოდა. ორმხრივი ურთიერთობები მრავალ ათეულ წელს ითვლის და საკმაოდ დინამიკურად ვითარდებოდა. ბოლო სამხედრო სწავლებებმაც გვიჩვენა, რომ ამერიკა-საქართველოს მეგობრობა პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით არის ურყევი. მე არ ვიჩემებ არავის გმირობას, მაგრამ საქართველომ არაერთი შვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაკარგა იმისათვის, რომ ამერიკელებთან ერთად მხარდამხარ დაპირდაპირებოდა საერთაშორისო ტერორიზმს და ორგანიზებულ დანაშაულს, ეს მუდმივად უნდა გვახსოვდეს.

ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის აშშ-მაც, რომ საიმედო დასაყრდენია საქართველო მისთვის და ამ საიმედო დასაყრდენის რყევის გამომწვევი განცხადებები არ უნდა აკეთოს ელჩმა, რაც არაერთხელ გავიგონეთ ელჩი კელი დეგნანისგან. თუმცა, ეს არ არის წარმოუდგენელი ანომალიური მოვლენა ამერიკული დემოკრატიისთვის, თუნდაც, ასეთი სიტყვიერი პოლემიკა, ხანდახან მწვავეც არ წარმოადგენს იმის გამოხატულებას, თუ საით მიდის საქართველოს საგარეო კურსი ამ ხელისუფლების პირობებში”, - ამბობს ვოლსკი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი