„პრიგოჟინს არასდროს უთხოვია უსაფრთხოების გარანტიები“ | ლუკაშენკო

გამოქვეყნდა:

„პრიგოჟინს არასდროს უთხოვია უსაფრთხოების გარანტიები“, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საუბრობს და პრიგოჟინის სიკვდილს ეხმაურება. მან პრიგოჟინთან საუბრები და მასთან და უტკინთან შეხვედრაც გაიხსენა:

"თუ კითხვას პირდაპირ ვუპასუხებ: მე არ უნდა უზრუნველვყო პრიგოჟინის უსაფრთხოება. ეს პირველ რიგში. მეორე - ამაზე საუბარი არასდროს ყოფილა. მესამე, დაიმახსოვრეთ: უსაფრთხოების თვალსაზრისით, აქამდე ორჯერ მივედით. პირველად, როცა დავურეკე და მოლაპარაკებები მიდიოდა, მაშინ, როცა მოსკოვში მიდიოდნენ. მე ვუთხარი: "ჟენია, ხვდები, რომ ხალხს მოკლავ და თავადაც მოკვდები?". მან თქვა: "კარგი, მოვკვდები". მე ვუთხარი: "ჟენია, გამოგიგზავნი თოკს და საპონს". მან მიპასუხა: "არა, არა, არა. არ მინდა, ასე მოვკვდე. გმირულად მოვკვდები". ეს იყო პირველი საუბარი, მეორედ კი ჩემთან დიმა უტკინთან ერთად მოვიდა", - ამბობს ლუკაშენკო. 

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს რუსეთში ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. პრიგოჟინის გარდაცვალება ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ცნობილია, რომ თვითმფრინავის მგზავრებს შორის ისიც იმყოფებოდა. ასევე, ცნობილია, რომ დაღუპულია თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი