ლატვიის ტელევიზიამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის კირილის ხსენების გამო, ახალი მართლმადიდებლური მსახურების ტრანსლირების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, არხმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღმოაჩინეს, რომ ღვთისმსახურებისას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქისთვის ლოცულობდნენ.
არხის დირექტორის განმარტებით, ლოცვა პატრიარქ კირილისთვის, რომელიც ღიად უჭერს მხარს და აკურთხებს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ სისხლიან ომს, „ეწინააღმდეგება არა მხოლოდ არხის ღირებულებებს, არამედ სარედაქციო პოზიციასაც".