პატიმრობა 20 წუთით და გათავისუფლება 200 ათას დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ. დონალდ ტრამპი ისევ ფორმალურად დააკავეს. სკანდალებით ცნობილ ამერიკის 45-ე პრეზიდენტს ამჯერად ბრალი ჯორჯიის შტატის პროკურორმა 2020 წლის არჩევნების შედეგების გადახედვის მცდელობისთვისა და კომისიაზე შესაძლო ზეწოლის გამო წაუყენა.
პირველად შეერთებული შტატების ისტორიაში გაჩნდა ყოფილი პრეზიდენტის ფოტოსურათი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს დაურთეს. 6 თვით ადრე კი ტრამპს პროკურატურამ 34-პუნქტიანი ბრალდება წაუყენა, რომელშიც მთავარი ეპიზოდი ე.წ. პორნო-ვარსკვლავის საქმეა. თავად ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს, მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს კი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ტრამპის საქმის არსებითი განხილვა იანვარშია ჩანიშნული, სწორედ მაშინ როდესაც ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია იწყება.
ავტორი: ზურა პეტროსიანი