ავიაკატასტროფიდან ორ დღეში ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი შეთქმულების თეორიების წყარო ხდება. ჰყავდა თუ არა ორეული "ვაგნერის" მეთაურს, როდის მოკლეს ის, რა როლი ჰქონდა ამ მკვლელობაში ვლადიმერ პუტინს და რა ბედი ელის თავად სამხედრო დაჯგუფებას? ამ კითხვებზე მსოფლიო მედიას რადიკალურად განსხვავებული და ხშირ შემთხვევაში გამაოგნებელი პასუხებიც კი აქვს.
თუმცა მთავარ თემად ახლა დასავლური სამყაროსთვის და პირველ რიგში ომში ჩართული უკრაინისთვის სამხედრო დაჯგუფების საკითხი რჩება. დაიშლება თუ არა ვაგნერი, რომლის ათასობით კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი მეომარი ამ დრომდე ბელარუსში - უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან იმყოფება? რუსეთში უკვე პოლიტიკურ დონეზე ისმის მოწოდებები ვაგნერელებისადმი - შეუერთდნენ რუსეთის არმიას.