
ურბანული გენოციდის დაწყების ნებართვა გაცემულია - "ქართულმა ოცნებამ" თბილისის საკრებულოში მხარი დაუჭირა დედაქალაქის დაბეტონების ახალ გეგმას, რომელიც მილიონობით კვადრატული მეტრი ფართობის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის აშენებას ითვალისწინებს.
ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტზე უმრავლესობას რეაქცია არ ჰქონდა - არგუმენტები ეკოლოგიური და ლოგისტიკური პრობლემებისა და სეისმური საფრთხეების შესახებ ხელისუფლებისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი. კახა კალაძის კლანი საკრებულოში იმდენად მიზანმიმართულად მოქმედებდა, რომ სხდომათა დარბაზში განზრახ არ დაუშვეს აქტივისტები და მეცნიერები, რომლებიც ურბანული კატასტროფის თვიდან აცილებისთვის იბრძვიან.
ავტორი: საბა ბუაძე