25 აგვისტოს უკრაინულმა ჯარებმა რობოტინოში კონტრშეტევითი ოპერაციები განახორციელეს, ჰქონდათ წარმატებები - ISW

გამოქვეყნდა:

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, 25 აგვისტოს უკრაინელმა ჯარებმა რობოტინოს მახლობლად დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში კონტრშეტევითი ოპერაციები განახორციელეს და წინ მიიწევენ. როგორც ყოველდღიურ მოხსენებაში ISW წერს, ამ ადგილას რუსეთის ჯარები გამოხატავენ შეშფოთებას რეგიონში გამაგრების და როტაციის ნაკლებობის გამო.

კერძოდ, ანალიტიკოსების თქმით, ცნობილმა რუსმა სამხედრო ოფიცერმა საჯარო შეშფოთება გამოთქვა ბრძოლით დაღლილი რუსული ჯარების შესაძლებლობების შესახებ, დაიცვან თავი რობოტინოს რეგიონში. ის ირწმუნება, რომ რობოტინოში მყოფი რუსი სამხედროებიდან ბევრი ფრონტის ხაზზე უკრაინის კონტრშეტევების დაწყების დღიდან იმყოფებოდა და ამ დანაყოფებს გამაგრების ნაკლებობა აქვთ.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული გენერალური შტაბი იტყობინება, რომ უკრაინელ ჯარებს ჰქონდათ დაუზუსტებელი წარმატებები ნოვოდანილივკა-ნოვოპოკროვკას და მალა ტოკმაჩკა-ოჩერეტუვატეს მიმართულებებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი