სამხრეთ ინდოეთში მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

სამხრეთ ინდოეთში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა

შემთხვევა ტამილ ნადუს შტატში მოხდა. ინდოეთის, რკინიგზის ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირის ავზი გახდა, რომელიც მგზავრს მატარებლის კუპეში უკანონოდ ჰქონდა შეტანილი. მგზავრებმა ყავის მოსამზადებლად გაზქურის დანთება სცადეს, რა დროსაც ცილინდრი აფეთქდა. 

ოფიციალური პირების განცხადებით, მგზავრებს მატარებელში აალებადი ნივთების ატანა ეკრძალებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი