სააკაშვილი სულელია… მისმა გაბერილმა თვითშეფასებამ საბოლოოდ პოლიტიკურ გვამად აქცია - მედვედევი

გამოქვეყნდა:

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე კვლავ იმეორებს რუსულ პროპაგანდას, თითქოს 2008 წლის ომის დაწყებაზე პასუხისმგებელი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებაა.

ამის შესახებ მედვედევმა  დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.

"სააკაშვილი სულელია და მასზე რაღა უნდა ვთქვა, მეორეს მხრივ, ის არის გაბერილი თვითშეფასების მქონე ადამიანი, რამაც ის საბოლოოდ პოლიტიკურ გვამად აქცია. პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ფინალურ გადაწყვეტილებას პირველი პირი იღებს და მას ეკისრება პასუხისმგებლობაც. საქართველოს მხრიდან, როგორც ნომერ პირველმა, მან მიიღო აგრესიის დაწყების გადაწყვეტილება. თუნდაც ამერიკის როლის გააზრებით, პროვოკაციები საბოლოო ჯამში ერთი ადამიანის, სახელმწიფო მეთაურის გადაწყვეტილებაა. პასუხისმგებელია ის და საქართველოს იმ პერიოდის ხელმძღვანელობა", - თქვა მედვედევმა.

მსგავსი შინაარსის განცხადება მედვედევს რამდენიმე დღის წინ რუსული პროპაგანდისტული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუშიც ჰქონდა. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ომი არ იქნებოდა "რომ არა სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ქმედებები". ამავე ინტერვიუში მედვედევმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხიც წამოწია, რასაც სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი დადებითად გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხი რუსეთთან ინტეგრაციას მიესალმება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი