მედვედევი ოკუპირებული რეგიონების რუსეთთან მიერთებით იმუქრება - "ოცნების" იდენტური ნარატივი აგვისტოს ომზე რუსეთისგან

გამოქვეყნდა:

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ასევე 2008 წლის ომზე ისაუბრა.

მედვედევის პროპაგანდა საქართველოში ომთან დაკავშირებით მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს ემთხვევა. კერძოდ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ომი არ იქნებოდა "რომ არა სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ქმედებები".

"2008 წელს ჩვენ შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრა, მაგრამ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად მწვავდება, როგორც ჩანს იმისთვის, რომ უკრაინის ფლანგთან ერთად ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა შეიქმნას.

ისევ მიდის საუბარი საქართველოს NATO-ში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო.... ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს.

15 წლის წინ არანაირი ომი არ იქნებოდა, რომ არა სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების უპასუხისმგებლო და დანაშაული ქმედებები. ოდიოზური სააკაშვილის რეჟიმმა მიიღო მკაცრი და სწრაფი პასუხი. მშვიდობა დამყარდა 2 მოძმე რესპუბლიკაში, სადაც ჩვენი ქვეყნის ათასობით მოქალაქე ცხოვრობდა", - თქვა მედვედევმა.

ხელისუფლების ოპონენტები მედვედევის განცხადებებს შემაშფოთებლად მიიჩნევენ. ხელისუფლების წარმომადგენლებს კი ამ დრომდე არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ.

ამავე თემაზე:

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს - მედვედევი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი