უკრაინამ რუსების მიერ გატაცებული კიდევ 11 ბავშვი დაიბრუნა

გამოქვეყნდა:

უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული კიდევ 11 ბავშვი სამშობლოში დააბრუნა - ინფორმაციას Save Ukraine-ის ხელმძღვანელი მიკოლა კულება ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჯამში გუნდმა რუსეთიდან და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 161 ბავშვის დაბრუნება შეძლო.

ამასთან, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ  უკრაინამ უკანონოდ დეპორტირებული დაახლოებით 380 ბავშვი დააბრუნა. მისივე თქმით, რუსმა დამპყრობლებმა ქვეყნიდან, ამ დრომდე ჯამში ამ დრომდე 20 000-მდე ბავშვი გაიტაცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი