იტალიაში უკრაინელი ტურისტებით სავსე ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა - დაშავდა 15 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ იტალიაში უკრაინელი ტურისტებით სავსე ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა. ავარიის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა ''ევროპული სიმართლე'' ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, დაშავებულებიდან 7 ბავშვია. ორი სრულწლოვანი და ერთი ქალი მძიმე მდგომარეობაშია და ისინი ვერტმფრენით ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინციდენტი ვენეციისკენ მიმავალ მაგისტრალზე, ქალაქ ლატისანას მახლობლად, ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. ავტობუსი, რომელიც 30-მდე უკრაინელ ტურისტს სახლში აბრუნებდა, ბოსტნეულითა და ხილით სავსე პოლონურ სატვირთოს შეეჯახა. 

მომხდარის შემდეგ, რამდენიმე ადამიანმა ავტობუსიდან გადმოსვლა მოახერხა, ნაწილს კი ადგილზე მობილიზებული სამაშველო ჯგუფები დაეხმარნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი