
"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბს საბურთალოზე თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ყოფილი მოადგილე გიორგი მელაძე უხელმძღვანელებს. მელაძე საარჩევნო სიაშიც იქნება:
"მივიღე გადაწყვეტილება აქტიურად ჩავერთო საპარლამენტო არჩევნებში.
ვიქნები პარტია "ევროპული საქართველოს" საარჩევნო სიაში და ჩემს მშობლიურ საბურთალოს საარჩევნო ოლქში, რომლის მაჟორიტარიც ვიყავი, ვუხელმძღვანელებ რაიონულ ორგანიზაციას!" ამბობს მელაძე.
ცნობისთვის, გიორგი მელაძე თბილისის მერის მოადგილე 2006-2008 წლებში იყო. რის შემდეგაც ის "ნაციონალური მოძრაობის" კვოტით საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.
ამის შემდეგ, უკვე 2015 წელს "ნაციონალური მოძრაობა" სამ თანაპარტიელთან - ზურაბ ჯაფარიძესთან, პავლე კუბლაშვილთან და გოგა ხაჩიძესთან ერთად დატოვა. 2016 წელს კი მათ ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" დააფუძნეს.