კიევის ოლქში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნდა:

კიევის ოლქში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, 10 შენობა კი დაზიანდა.

ინფორმაციას ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რუსლან კრავჩენკო ავრცელებს. მისი განმარტებით, ერთ-ერთ კორპუსს მნიშვნელოვანი დაზიანება აქვს, დანარჩენ შენობებში კი ჩაიმტვრა ფანჯრები, კარები, სახურავი და დაზიანდა ფასადები.

"დაზიანდა ორი მანქანა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესანახი ანგარი. დაშავდა ორი ადამიანი. ხალხმა დახმარება ადგილზე მიიღო", - თქვა კრავჩენკომ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი