როგორ ჩატარდება 2024 წლის არჩევნები და გამორიცხავს თუ არა ელექტრონული კენჭისყრა გაყალბების შესაძლებლობას? - კითხვები აშშ-ის ელჩის განცხადების შემდეგ, სადაც მან ელექტრონული კენჭისყრის პროცესში რისკებზე გაამახვილა ყურადღება, კიდევ უფრო აქტუალური გახადა.
2024 წლის შემოდგომაზე, ამომრჩევლების 90% პარლამენტს ელექტრონულად აირჩევს. ოპოზიცია მოსახლეობას არჩვებზე მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს, რადგან ოპონენტები დარწმუნებული არიან რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში გაყალბების მცდელობა და სხვადასხვა სპეკულაცია ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარების დროსაც კი მოსალოდნელია.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ელექტრონული სისტემით ჩატარებულ სისტემაში, მონაწილეობას ვერ მიიღებენ ემიგრანტები. არჩევნებში მინაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ისინი ვალდებული იქნებიან ფიზიკურად გამოცხადდნენ.
ელექტრონული არჩევნების გამოცდილება საქართველოში ამომრჩევლის მხოლოდ ნაწილს აქვს. 2018 წელის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებზე მოქალაქეები საპილოტო უბნებისთვის შერჩეულ უბნებზე ელექტრონულად აძლევდნენ ხმას. 2024 წლის არჩევნებისთვის ელექტრონული კენჭისყრის კიდე ერთი გენერალური რეპეტიცია საქართველოში წელს, ოქტომბერში ჩატარდება, რა დროსაც კიდევ ერთხელ გადამოწმდება ტექნოლოგიების სიზუსტე და პროცედურების ეფექტიანობა.