ოკუპირებულ ბერდიანსკში, საწარმოში, სადაც რუსებს, სავარაუდოდ, სამხედრო ტექნიკა ჰქონდათ განთავსებული, ხანძარია

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს რეგიონის ქალაქ ბერდიანსკში, საწარმოში, სადაც წინა დღით, რუსებმა სამხედრო ტექნიკა განათავსეს ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი ავრცელებს.

"თუ ოკუპირებულ მიწაზე შავი კვამლი ამოდის, ალბათ რაღაც მტრული იწვის. ამჯერად ხანძარია ბერდიანსკში, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია. წინასწარი ინფორმაციით - ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე.

ადგილობრივებს აფეთქებების ხმა არ ესმოდათ, მაგრამ წინა დღეს დაინახეს - როგორ შეჰქონდათ რაშისტებს დატყვევებულ სახელოსნოებში სამხედრო ტექნიკა", - დაწერა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი