ემიგრანტების დიდი ნაწილი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს | როგორ ჩატარდება ხმის მიცემის პროცესი

გამოქვეყნდა:

როგორ ჩატარდება 2024 წლის არჩევნები და გამორიცხავს თუ არა  ელექტრონული კენჭისყრა  გაყალბების შესაძლებლობას? კითხვები აშშ-ის ელჩის განცხადების შემდეგ, სადაც მან ელექტრონული კენჭისყრის პროცესში რისკებზე გაამახვილა ყურადღება, კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

2024 წლის შემოდგომაზე ამომრჩევნების 90% პარლამენტს ელექტრონულად აირჩევს. ოპოზიცია მომდევნო წლის არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და მოსახლეობას კენჭისყრაზე მაქსიმალური 
აქტიურობისკენ მოუწდებს.

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში გაყალბების მცდელობა და სხვადასხვა სპეკულაცია ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარების დროსაც კი მოსალოდნელია. ამასთან, პროცესში კიდევ ერთი პრობლემა იკვეთება - ემიგრანტების დიდი ნაწილი არჩვენებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი