უნიკალური სახეობა, რომელიც ადამიანთა უმრავლესობისთვის საყვარელ სათამაშოსთან ასოცირდება, გადაშენების პირასაა. საიმპერატორო პინგვინების კოლონიები დრამატულად იხოცება. მიზეზი კვლავ კლიმატური ცვლილებებია. ანტარქტიდის კვლევის ბრიტანული ცენტრის მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში 10 ათასი პინგვინის ბარტყი დაიხოცა. მეცნიერების პროგნოზები უმძიმესია - თუ აირების გამოყოფა გარემოში არ შემცირდება, საუკუნის ბოლოსთვის საიმპერატორო პინგვინების პოპულაციის 90 %- ზე მეტი აღარ იარსებებს.