რუსმა ოკუპანტებმა პოლტავის ოლქი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

გამოქვეყნდა:

​გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა იერიში პოლტავის ოლქის სამრეწველო ობიექტებზე მიიტანეს. რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 2 ადამიანი. დაკარგულად ითვლება ასევე 2 ადამიანი.

"მტრის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, კიდევ ორი ​​ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია," - განაცხადა პოლტავის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, დმიტრო ლუნინმა.

​მან ასევე აღნიშნა, რომ დარტყმის ადგილზე სამძებრო და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ლუნინის თქმით, რუსულმა რაკეტამ მთლიანად გაანადგურა საწარმოო სახელოსნო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი