საბერძნეთში ტყის ხანძრებს, რომელიც უკვე მეათე დღეა, გრძელდება, სულ მცირე 20 ადამიანი შეეწირა. ამის შესაებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ცეცხლი საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ევროსის რეგიონში ქალაქ ალექსანდროპილისის მახლობლად, ტყეებს უკიდია. მედიის ცნობით, ტყეში არალეგალური მიგრანტებიც იმალებოდნენ.
ოფიციალური პირების ცნობით, მიმდინარე ხანძარმა 77 ათასი ჰექტარი მიწა გადაწვა, რაც მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მასშტაბური დამწვარი ტერიტორიაა. ცნობილი ხდება, რომ სიტუაციის შესაფასებლად ოფიციალური პირები დაზარალებულ რეგიონს ეწვევიან.
მედია წერს, რომ ტყის ხანძრების გამო, ათობით ადამიანს მოუწია სახლების დატოვება. ივლისში გაჩენილი ხანძრების დროს დააახლოებით 20 ათასი უცხოელი ტურისტის ევაკუირება მოხდა. მასშტაბურმა ხანძარმა უამრავი კურორტი და სასტუმრო დააზიანა.
შეგახსენებთ, გასულ თვეს საბერძნეთში რეკორდული სიცხე დაფიქსირდა, რაც ტყის ხანძრების მიზეზი გახადა. ჰაერის ტემპერატურამ საბერძნეთში 40 გრადუსს გადააჭარბა. ტყის ხანძრების გამო ეროვნული დღესასწაულიც გაუქმდა.