აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მასთან ერთად 2020 წლის არჩევნების დივერსიის საქმეზე ბრალდებული 18 პირი ფულტონის ოლქის სასამართლოს წინაშე 6 სექტემბერს წარდგებიან.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ტრამპის სასამართლო სხდომა 09:30 საათზე გაიმართება. ცნობილია, რომ ამ პროცესთან დაკავშირებით არსებობს მოლოდინი, რომ ტრამპი ბრალს არ აღიარებს.
ამ დროისთვის უცნობია, გამოცხადდება თუ არა ტრამპი და 18 ბრალდებული სასამართლოში. ჯერ უცნობია ისიც, დაუშვებენ თუ არა სასამართლო დარბაზში ვიდეოკამერებს.