რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
"ამ წლის 28 აგვისტოს, მოსკოვის დროით დაახლოებით 23:00 საათზე, შეჩერდა კიევის რეჟიმის მორიგი მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა საავიაციო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მისი მტკიცებით, უპილოტო საფრენი აპარატი რეგულარული საჰაერო თავდაცვის ტექნიკის მიერ განადგურდა.
აღნიშნულს უკრაინა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე თვეა გახშირდა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები რუსეთის რეგიონებსა და მოსკოვზე.