რუმინეთის ქალაქ ნევოდარში ავტობუსი საგზაო ნიშანს დაეჯახა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაშავდა. 6 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, 6 ადამიანს კი პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში უკრაინის 40 მოქალაქე იმყოფებოდა და შემთხვევა ორშაბათ საღამოს მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დამხარების სამსახური.