ინდოეთში დაგეგმილ G20-ის სამიტს პუტინის ნაცვლად ლავროვი დაესწრება

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სექტემბერში ინდოეთში დაგეგმილ G20-ის სამიტს არ დაესწრება. როგორც ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის კანცელარია ამბობს, მის ნაცვლად სამიტში მონაწილეობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მიიღებს.

ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისში დასავლური მედია კრემლის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინი G20-ის სამიტზე გამოჩენას არ გამორიცხავს.

2020 და 2021 წლებში, პანდემიის დროს, პუტინი G20-ის შეხვედრებში ვიდეოკონფერენციის საშუალებით მონაწილეობდა. თუმცა, 2022 წლის ღონისძიებაში, სადაც მსოფლიო ლიდერებმა მისი უკრაინაში შეჭრა დაგმეს, მონაწილეობაზე უარი თქვა.

პუტინი არ წასულა BRICS-ის სამიტზე სამხრეთ აფრიკაშიც, რადგან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მისი დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული, მაგრამ ინდოეთი, სადაც G20-ის სამიტია დაგეგმილი, სისხლის სამართლის სასამართლოს მონაწილე არ არის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი