ინდონეზიაში 7,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნდა:

ინდონეზიაში 7,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ინფორმაციას ევროპულ-ხმელთაშუა ზრვის სეისმოლოგიურ ცენტრზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ინდონეზიის ჩრდილოეთით, 203 კილომეტრში იყო. 

მიწისქვეშა ბიძგები დილის 4 საათამდე ბალისა და ლომბოკის სანაპირო რაიონებში იგრძნობოდა. ძლიერ მიწისძვრას განმეორებითი, 6,1 და 6,5 მაგნიტუდის ბიძგებიც მოჰყვა. 

ამ დროისთვის უცნობია, მოჰყვა თუ არა შემთხვევას მსხვერპლი ან დაშავდა თუ არა ვინმე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი