ოპოზიციის გაკონტროლების ახალი მექანიზმი "ქართული ოცნებისგან" - 1-ლი სექტემბრიდან საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები ვალდებული იქნებიან, თავიანთი ფინანსური ანგარიშები მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულ ახალ უწყებას - “ანტიკორუფციულ ბიუროს” წარუდგინონ.
საკანონმდებლო მაცნეზე შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა. მომზადებული ანგარიშები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გაწეული ხარჯების, მიღებული შემოსავლებისა და პოლიტიკური შემოწირულებების შესახებ.
"ანტიკორუფციული მოძრაობა შეიქმნა მას შემდეგ, რაც "ქართულ ოცნებას" არ გამოუვიდა საქართველოში რუსული კანონის ამოქმედება", - ამბობენ ხელისუფლების ოპონენტები და დარწმუნებულნი არიან, რომ ამ უწყების მთავარი ფუნქციაა, გააკონტროლოს ოპოზიციური პარტიების ფინანსები, შემოსავლები, ხარჯები და შემოწირულობები.