დიდ ბრიტანეთში ავიამიმოსვლა შეფერხებულია - მიზეზი საჰაერო საკონტროლო სისტემების ტექნიკური ხარვეზია, რის გამოც მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო გადაადგილება ვერ ხერხდება. შეფერხების შედეგად ათასობით მგზავრი დაზარალდა. მათი ნაწილი აეროპორტებში რეისების განხორციელებას ამ დრომდე ელოდება. შეფერხება ლონდონის სამ აეროპორტს - ჰითროუს, გატვიკსა და ლუტონს შეეხო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შეფერხებები შესაძლოა დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში რამდენიმე დღე გაგრძელდეს.