რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში ФСБ-ს კუთვნილი მი-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა РИА Новости ავრცელებს და წერს, რომ დაიღუპა ეკიპაჟის 3 წევრი.
გამოცემა გუბერნატორზე დაყრდნობით წერს, რომ ჩამოვარდნილი საფრენი აპარატი რუსეთის ФСБ-ს ეკუთვნოდა.
„სოსნოვსკის რაიონის სოფელ პრუდნის მახლობლად, გეგმური ფრენის დროს, მი-8 ტიპის ვერტმფრენი ტყეში ჩამოვარდა“, - განუცხადა წყარომ გამოცემას.
წინასწარი ვერსიით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკის გაუმართაობაა.