ბელარუსის მთავრობა მოლაპარაკებისთვის მზადაა, ლუკაშენკო კი გადადგომას არ აპირებს

გამოქვეყნდა:

მასობრივი პროტესტის და საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ ბელარუსის მთავრობა მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

დიპლომატიური უწყების პოზიციის მიუხედავად უკან დახევას არ აპირებს ალექსანდრ ლუკაშენკო და აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს. 

​ალექსანდრ ლუკაშენკოს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მოიხსენიებს ქვეყნიდან იძულებით გაქცეული სვეტლანა ტიხანოვსკაია. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები მოსახლეობამ მშვიდობიანი გზით უნდა დაიცვას და ლუკაშენკოს მმართველობას წერტილი დაუსვას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი