ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გზავნილი და "ოცნების" პასუხი - ხელისუფლება განცხადებებში მეტ სიცხადეს ითხოვს

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ისტორიული განცხადებით მიანიშნა რომ  საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუმცა ევროპულ ოჯახში შესასვლელად ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი ვალდებულება აქვს შესასრულებელი და პასუხისმგებლობის ტვირთი ამ შემთხვევაში "ოცნების" ხელისუფლებაზეა.

ბიძინა ივანიშვილის გუნდი კი სწორედ ამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ცდილობს.

უფრო მეტი სიცხადე განცხადებებში, ეს ის მთავარი მოთხოვნაა, რომელიც ევროკავშირთან "ოცნებას" აქვს. მმართველი პარტია სტრატეგიული პარტნიორებისგან ითხოვს თქვან უფრო მკაფიოდ ვის გულისხმობენ 2030 წლის გაფართოების ტალღაში და მოიაზრება თუ არა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც  ევროკავშირის წევრები 7 წელში გახდებიან. თუმცა "ოცნება" ისევ არაფერს ამბობს საკუთარ პასუხისმგებლობაზე და იერიში ოპონენტებზე მიაქვს. ბიძინა ივანიშვილის გუნდის მთავარი სამიზნე დღეს "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი