კარასინის გზავნილი და "ოცნების" პასუხი - ხელისუფლებას კრემლის პროვოკაცია არ დაუგმია

გამოქვეყნდა:

კრემლის ახალი პროვოკაცია - ამჯერად პუტინის გზავნილი გრიგორი კარასინმა გაახმოვანა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია აკეთებს ყველაფერს, რათა სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარონ. რუსეთის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ვერ მალავს, რომ ამას მარტივად, დასავლეთის ფაქტორის გამო ვერ მიაღწევენ, თუმცა დარწმუნებულია რომ საბოლოო ჯამში დიქტატორული რეჟიმი მოკავშირეებს გამონახავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია. "მთავარი არხი" დილიდან ცდილობს დაუკავშირდეს ზურაბ აბაშიძეს, რომელიც პრემიერის მრჩეველია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, თუმცა ის კავშირზე არ გამოდის.

კარასინის მიერ საქართველოს საწინააღმდეგო გზავნილების გახმოვანებას ხელისუფლების მხრიდან პრაქტიკულად ნულოვანი რეაგირება მოჰყვა. მმართველი პარტია მედიასთან მხოლოდ დღეს გამოჩნდა და რუსული პროვოკაცია მხოლოდ ჟურნალისტების კითხვების შემდეგ შეაფასა.

რუსეთთან მიმართებით "ოცნების" თავმჯდომარემ რბილი ტონი შეინარჩუნა და მხოლოდ ის თქვა, რომ ხელისუფლება არაღიარების პოლიტიკას წარმატებით აწარმოებს. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დღეს ივანიშვილის რეჟიმი საერთაშორისო ასპარეზზე არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით საერთოდ არ აქტიურობს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი