2024 წლის ბოლომდე შეჩერდეს რუსეთის მოქალაქეებზე საინვესტიციო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვები - ევროოპტიმისტების ინიციატივა

გამოქვეყნდა:

რუსული ექსპანსიის მძიმე შედეგების შესაჩერებლად ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან ევრო-ოპტიმისტები. ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის პოლიტიკური ჯგუფი 2024 წლის ბოლომდე რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის შეჩერებას მოითხოვენ.

კანონპროექტი უკვე ინიცირებულია, განხილვა კი საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომებზე დაიწყება. 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, ერთ წელიწადში, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 8 544 განაცხადი შემოვიდა - აქედან 97,5 % პროცენტი კი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.  2022 წლის მონაცემებით დამაკმაყოფილებელი პასუხი - ანუ საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3 297 მოქალაქეს - აქედან 1666 შემთხვევაში ეს იყო მოქალაქეობის აღდგენა- ანუ ჩვენივე მოქალაქეები, რომლებმაც დაიბრუნეს მოქალაქეობა. რაც შეეხება ბინადრობის მიღების სტატისტიკას - 2022 წლის მარტი-ივლისის მონაცემებით სულ ბინადრობის ნებართვა მიიღო 1598-მა პირმა. 2022 წელს რუსების მიერ შესყიდულია 6062 ბინა.

ქართული კანონმდებლობა უცხოეთის მოქალაქეს ბინადრობის ნებართვას ანიჭებს 300 000 დოლარზე მეტი  ღირებულების მქონე უძრავი ქონების შეძენის  შემთხვევაში ან არანაკლებ ამავე ოდენობის თანხის ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ. ამავდროულად, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭება ხდება 100 000  დოლარის ოდენობაზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში.

ბინადრობის ნებართვა უცხოეთის მოქალაქის მიმართ გაიცემა ხუთი წლის ვადით, ხოლო მოკლევადიანი - ერთი წლის ვადით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი