
თბილისის მერი, კახი კალაძე ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უხვი ნალექის გამო ე.წ. ახალ გზაზე, ვერეს ხეობაში პრობლემები იყო და შეზღუდული იყო მოძრაობა. მისი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა წვიმამ გლდანის რაიონში შექმნა.
კალაძე ამბობს, რომ მოგვიანებით ბრიფინგს გამართავს აღნიშნულ საკითხზე.
''როგორც იცით, თბილისში უხვი ნალექი მოვიდა. რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა ზოგიერთ რაიონში. სადაც ყველაზე დიდი პრობლემები არის ეს არის გლდანის რაიონი და ასევე არის სხვადასხვა კონკრეტული ქუჩები. სადაც მოხდა ხეების დაზიანება. დაიტბორა კონკრეტული სივრცეები. მინდა გითხრათ, რომ მერიის ყველა შესაბამისის სამსახური გამოსულია და ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. ცოტა მოგვიანებით მექნება ბრიფინგი და უფრო დეტალურად მივაწვდი საზოგადოებას ინფორმაციას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით და რას აკეთებს დედაქალაქის მერია და რა სამუშაოები ტარდება. [...] ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალ გზაზე, ვერეს ხეობაში თითქოს პრობლემები იყო და მოძრაობა შეზღუდული იყო, რაც სიმართლეს არ შეეფერება. ჩემი თხოვნა იქნება ნუ გავავრცელებთ ცრუ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას", - თქვა კალაძემ.
იხილეთ: