სახლის გარეშე დარჩენილი 7 ოჯახი, რომელიც 11 წელია საცხოვრებლის მოლოდინშია - რა პასუხი აქვს თბილისის მერიას

გამოქვეყნდა:

უსახლკაროდ დარჩენილი 7 ოჯახი, რომელიც 11 წელია საცხოვრებლის მოლოდინშია. თბილისში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე ეს ადამიანები წლების გამავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლი დაანგრიეს, იმ დაპირებით რომ რამდენიმე წელიწადში ახალ სახლებს ააშენებდნენ. დაპირება დაპირებად დარჩა.

ერეკლე მეორეს ექვს და შვიდ ნომერში არსებული სახლების რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ ახალი თბილისის ფარგლებში უნდა მომხდარიყო. ადგილზე განთავსებულ ბანერზე მითითებულია, რომ ორივე სახლის მშენებლობა 2022 წელს უნდა დასრულებულიყო.

დაზარალებულის უფლებადამცველი ამბობს, რომ იძულებულები არიან სასამართლოს მიმართონ. 

თბილისის მერიაში გვითხრეს, რომ მეშვიდე სახლის მშენებლობა წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებული საერთოდ არ არის, შესაბამისად ისევ გაურკვეველია კიდევ რამდენი წელი იცხოვრებენ ადამიანები ქირით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი