პარტიების დაფინანსებას ანტიკორუფციული ბიურო შეისწავლის - ოპოზიციის კონტროლის ახალი მექანიზმი

გამოქვეყნდა:

"ოცნების" ხელისუფლება ოპონენტების კონტროლის ახალ მექანიზმს ქმნის - 1 სექტემბრიდან ანტიკორუფციული ბიურო ამოქმედდება, რომელიც დეტალურად შეისწავლის ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას, მათ შემოწირულობებსა და ხარჯს. "ოცნება" ბიუროს შექმნას პოლიტიკაში არსებული ეგრეთწოდებული შავი ფულის გაკონტროლებით ხსნის. ოპონენტები კი, დარწმუნებულნი არიან, რომ რუსული კანონის ჩაგდების შემდეგ ახლა მმართველი გუნდი სწორედ ამ ხერხით ცდილობს დაასუსტოს და შეზღუდოს ისინი.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად ირაკლი ღარიბაშვილის კადრი დაინიშნა, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს უწყების ობიექტურობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. 

კორუფციის მკვლევრებიც ამბობენ, რომ პარადოქსია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დანიშნული ბიუროს ხელმძღვანელმა ობიექტურად შეისწავლოს "ქართული ოცნების" ფინანსური ანგარიშები ან მაგალითად თავად ღარიბაშვილი დეკლარაცია. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ კანონის ამოქმედებით "ოცნებამ" დაიწყო წინასაარჩევნო რეპრესიები.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი