
ჩხოროწყუს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. მერის, დავით გოგუას რჩეული კობა ჯიქია
თანამდებობას დღეიდან დაიკავებს. საკრებულოს ორი მოწვევის თავმჯდომარე, ბესიკ ესებუა 7 აგვისტოს გადადგა, მიზეზად კი ოჯახური პრობლემები დაასახელა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მერთან და მერიის სატენდერო კომისიის წევრებთან იყო დაპირისპირებული და სწორედ ეს გახდა მისი გადადგომის მიზეზი. ამ ეჭვებს ისიც ამყარებს, რომ დღეს მერი დავით გოგუა საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა. გოგუა მოვლენებს თვალს გვერდით ოთახიდან ადევნებდა.
ოპოზიციური პარტიების მტკიცებით, საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესა და მერიის სატენდერო კომისიას შორის დაპირისპირებამ პიკს აუდიტის დასკვნების შემდეგ მიაღწია.