უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა - ბენდელიანი

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა. 

"არანაირი პანიკა მეგობრებო, არანაირი პრობლემა არ არის, უბრალოდ პრევენციის მიზნით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - თქვა კახი კალაძემ. 

ბენდელიანმა ასევე თქვა, რომ თამარაშვილის ქუჩაზე იყო ქვათაცვენა. მისი განცხადებით, კონტრაქტორს ადგილზე გადაჰყავს შესაბამისი ტექნიკა და ღამის განმავლობაში შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება. 

მერია ამბობს, რომ გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება, რომ დღისით გზებზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს.

ცნობისთვის წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა - დაიტბორა გზები, მიწისქვეშა გადასასვლელები, წაიქცა ხეები, დაზიანდა სადენები. ზოგიერთ უბანში წყალი ჩავიდა სადარბაზოებში, ლიფტებში და სახლებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი