ოკუპანტებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

30 აგვისტოს ღამით კიევზე ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

თავდასხმა მოხდა კიევის შევჩენკოვსკის რაიონში. ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტები ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე და არასაცხოვრებელ კორპუსებში დაეცა. დრონის ნამსხვრევები ასევე დაეცა დარნიცკიში - მაღაზიის სახურავზე.

დრონებით თავდასხმის შედეგად ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი