2021-23 წლებში თბილისის მერიამ სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაში 72 262 331 ლარი დახარჯა, სამუშაოები უხარისხოა - დონაძე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" წევრის, ბესო დონაძის თქმით, 2021-23 წლებში თბილისის მერიამ სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებაში ჯამურად 72 262 331 ლარი დახარჯა, თუმცა შესრულებული სამუშაოები უხარისხოა.

ბესო დონაძის თქმითვე, სანიაღვრე სისტემის პრობლემა საფუძვლიანად არ არის შესწავლილი და შესაბამისად გამოყოფილი თანხები არ არის საკმარისი.

"ძალიან მოკლედ და გასაგებად:

თბილისის მერიამ სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაში 2021-2023 წლებში ჯამურად დახარჯა 72 262 331 ₾ - თბილისის მერიამ 54 440 144 ₾; თბილისის გამგეობებმა 17 822 187 ₾.

ქვემოთ ჩამოთვლილი სამუშაოებს ეწოდება სანიაღვრე/სადრენეჟე სისტემის მოწყობა/რეაბილიტაცია:

  • ჩამდინარე წყლების მილსადენის მშენებლობა
  • ჩამდინარე წყლებთან დამაკავშირებელი სამუშაოები.
  • ლექისგან გამწმენდი სადგურის მშენებლობა.
  • ჩამდინარე წყლების სატუმბი სადგურის მშენებლობა.
  • ჩამდინარე წყლების ჩასადენის მშენებლობა.

შესრულებული სამუშაოები არის უხარისხო და არ ხდება მუდმივი გაწმენდითი სამუშაოები

სანიაღვრე სისტემის პრობლემა საფუძვლიანად არ არის შესწავლილი და შესაბამისად გამოყოფილი თანხები არ არის საკმარისი", - წერს ბესო დონაძე.

საპირისპიროს ამტკიცებს დედაქალაქის მერია. კახა კალაძის თქმით, გავრცელებული განცხადებები, თითქოს, დედაქალაქის მასშტაბით, სანიაღვრე სისტემებმა არ იმუშავა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ცნობისთვის, გვიან ღამით უხვი ნალექის გამო თბილისში ქუჩები დაიტბორა. მოქალაქეებს ქალაქში გადაადგილება უჭირდათ - წაიქცა ხეები, რთული ვითარება იყო მიწისქვეშა გადასასვლელებშიც.​

დედაქალაქის მერია მოქალაქეებს მოუწოდებდა, ქუჩაში გადაადგილებისკენ თავი შეეკავებინათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი