
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის თქმით, უკრაინული ჯარი ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევს, რუსები იქ ხაფანგში აღმოჩნდნენ და ქალაქში გადაადგილებაც კი არ შეუძლიათ.
"აღმოსავლეთზე თუ ვისაუბრებთ, იქ საკმაოდ კარგად მივიწევთ წინ ბახმუტის მიმართულებაზე, ეს არის ის, რაც მტერს ყველაზე მეტად აწუხებს, ამიტომ ისინი ცდილობენ, ჩვენი ძალისხმევა სხვა მიმართულებებზე გადაიტანონ. ჩვენ ისედაც ბევრი სიმაღლე დავიკავეთ და მტერი იქ ხაფანგშია, ვინაიდან ბახმუტიდან გასვლა არ შეუძლიათ და თავადაც ქალაქშიც სრულფასოვნად ვერ გადაადგილდებიან. ბრძოლები გრძელდება, წინასწარ ნუ ვიმსჯელებთ, რადგან ცრურწმენების გვჯერა. ნელ-ნელა იქ წინ მივიწევთ და წარმატებები გვაქვს", - თქვა ჰანა მალიარმა.
რუსი ოკუპანტების მიერ დღეს დილით კიევზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას სულ ცოტა 2 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო წერს. მისი ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ განადგურებული სამიზნეების ნამსხვრევები უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე შენობას მოხვდა. კლიჩკო აცხადებს, რომ ამ დროისთვის აღმოჩენილია ორი ადამიანის ცხედარი და დაშავებულია ერთი მოქალაქე.