რუსეთის ქალაქ ფსკოვის აეროპორტში ილ-76 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 21 ერთეული ტექნიკა და 65 ადამიანია ჩართული. საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად ილ-76 ტიპის 4 თვითმფრინავი დაზიანდა. მანამდე, რეგიონის გუბერნატორმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აეროპორტზე დრონით თავდასხმა მოიგერია. მისივე თქმით, აეროპორტი დროებით დაიხურა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება