რუსეთში ტყის ხანძარია. კრასნოდარის მხარეში, შავი ზღვის პირად მდებარე ქალაქ გელენჯიკთან 118 ჰექტარის ტერიტორია იწვის.
ქალაქის მერი ალექსეი ბოგოდისტოვი ტელეგრამში წერს, რომ ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში 441 პირი მონაწილეობს, ჩართულია 80 სახანძრო მანქანა, თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართვას ხელისუფლება სპეციალური ეკიპირებისა და აღჭურვილობის მქონე მოქალაქეებსაც სთხოვს.