Bild: პრიგოჟინის შემდეგ, პუტინი კადიროვს მოკლავს

გამოქვეყნდა:

"ვაგნერის" დაჯგუფების დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს მოკლავს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild წერს და ვრცელ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ ამის შესახებ ვარაუდებს გამოთქვამს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი დმიტრო გუდკოვი. კრემლის ოპონენტის თქმით, პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ, რუსული ძალაუფლების აპარატი ახლა სწორედ სხვა, გავლენიანი პირების წინააღმდეგ იქნება მიმართული, რომლებიც მის არსებობას ემუქრებიან. 

მათივე ცნობით, სწორედ ასეთი პიროვნებაა კადიროვი, რომელიც წლების მანძილზე პრიგოჟინის მოკავშირედ ითვლებოდა და მას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ კამპანიაშიც მხარს უჭერდა. რუსი ოპოზიციონერი ამბობს, რომ ის რუსეთის მთავრობაში ბევრს არ მოსწონს. 

"პუტინმა შეწყვიტა არბიტრის როლის თამაში კრემლის სხვადასხვა ფრაქციებს შორის. უფრო ზუსტად, ის ამ როლს აღარც ირგებს. კონფლიქტები გარედან მოდის",- ამბობს გუდკოვი. სწორედ ერთ-ერთი "კონფლიქტის" გამოვლინებად და შედეგად მიიჩნევს გუდკოვი ტვერთან მომხდარ ავიაკატასტროფას, რა დროსაც პრიგოჟინი და მასთან ერთად კიდევ 9 პირი დაიღუპა. 

რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, კადიროვსაც პრიგოჟინის მსგავსი "ბედი ეწიოს". 

"კადიროვთანაც იქნება კონფლიქტი, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან კადიროვი რუსული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეა. მას ჰყავს თავისი კარგად გაწვრთნილი ჯარი. კადიროვს დიდი გავლენა აქვს უსაფრთხოების აპარატის გარეთ", - ამბობს ის.

გამოცემა წერს, რომ რუსეთის უსაფრთხოების აპარატის "ინსაიდერები", ე.წ. „უშიშროების ძალები“ ​​ჩეჩნების თვალში განსაკუთრებული "ეკალია". გუდკოვის აზრით, მალე მათსა და კადიროვს შორის ღია კონფლიქტი წარმოიქმნება და ესკალაციის უდიდესი საფრთხეც არსებობს.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი