შალვა ნათელაშვილმა ნაძალადევში წინასაარჩევნო კამპანია ოფისის გახსნით დაიწყო

გამოქვეყნდა:

ნაძალადევის რაიონში ოპოზიციის მიერ საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილმა შალვა ნათელაშვილმა ოფისი გახსნა. გახსნას "ლეიბორისტული პარტიის" წევრები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ოფისი აქტიურ მუშაობას როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების შემდეგაც გააგრძელებს.

შეგახსენებთ, "ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთია: 

  • ვაკე - ელენე ხოშტარია, "ევროპული საქართველო"; 
  • გლდანი - ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობა";
  • სამგორი - ლევან ხაბეიშვილი, "ნაციონალური მოძრაობა";
  • მთაწმინდა - შალვა შავგულიძე, "ევროპული საქართველო";
  • ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი, "ლეიბორისტული პარტია";
  • ისანი - გიორგი ვაშაძე, "სტრატეგია აღმაშენებელი".

ცნობისთვის, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს - მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი