თბილისის აეროპორტში, რამდენიმე წუთში, გერმანიიდან დეპორტირებული ქართველების თვითმფრინავი დაეშვება

გამოქვეყნდა:

მასობრივი დეპორტაცია გერმანიიდან - რამდენიმე წუთში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიიდან დეპორტირებული ქართველების თვითმფრინავი დაეშვება. "მთავარის" ინფორმაციით, ბორტზე საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იმყოფება. 

ქართველების დეპორტაცია გერმანიიდან, სავარაუდოდ, ბერლინის ახალ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რის მიხედვითაც, გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

ოფიციალური ბერლინის განცხადებით, ამ ქვეყნების მოქალაქეების სამშობლოში დევნა არ ემუქრებათ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი